როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლის წარმოება?
1. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და აყვანილია მცველზე
2. მაშინ, როდესაც ვაზნა მოთავსებულია ლულის სავაზნე არხში და იარაღი მოხსნილია მცველიდან
2 #
მიზანშეწონილია თუ არა გაზის იარაღის გამოყენება შემხვედრი ქარისა და ჩაკეტილი სივრცის (ოთახი, ლიფტი და ა.შ.) შემთხვევაში?
1. არ არის მიზანშეწონილი
2. მიზანშეწონილია
3 #
დასაშვებია თუ არა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თავდაცვის გარდა სხვა დანიშნულებით?
1. დასაშვებია
2. არა, არ არის დასაშვები
3. დასაშვებია ნადირობისათვის
4 #
ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის სწორი?
1. ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, ატაროს რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
2. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირდება მხოლოდ შენახვის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
3. ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, ატაროს (მასზე) რეგისტრირებული გაზის (აირის) იარაღი
5 #
სად უნდა შეინახოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი?
1. მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა
2. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახულ საცხოვრებელ ადგილას
3. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ორივე ადგილას
6 #
თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი გადატანისას უნდა იყოს?
1. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული
2. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალასთან ერთად
3. საბრძოლო მასალისგან განცალკევებული, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის
7 #
აქვს თუ არა უფლება თავდაცვის მოკლელულიანი ან გაზის იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს?
1. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
2. დიახ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
3. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
4. არა, არ აქვს
8 #
რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს პისტოლეტის შემოწმება (განმუხტვა)?
1. მოვხსნათ მჭიდი, გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე და მოვახდინოთ სავაზნე არხის ვიზუალური დათვალიერება
2. გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე, მოვხსნათ მჭიდი, სავაზნე არხის ვიზუალური დათვალიერება არ არის საჭირო