როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლის წარმოება?
1. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და აყვანილია მცველზე
2. მაშინ, როდესაც ვაზნა მოთავსებულია ლულის სავაზნე არხში და იარაღი მოხსნილია მცველიდან
2 #
დასაშვებია თუ არა იარაღის ადამიანზე მიმართვა?
1. დაუშვებელია
2. დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი დაუმუხტავია
3. დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითი სასხლეტს გარეთაა
3 #
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილია?
1. ფიზიკური პირის მიერ არჩეული ნებისმიერი ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა
2. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საცხოვრებელი ადგილი
3. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე ადგილი
4 #
როგორ უნდა გადაიტანოს პირმა თავის საკუთრებაში არსებული სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი?
1. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან
2. საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის
3. საკუთარი სურვილისამებრ
5 #
ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული?
1. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს დამუხტულ მდგომარეობაში, გამორიცხული უნდა იყოს იარაღსა და საბრძოლო მასალასთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა
2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობაში/პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა
3. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ოჯახის წევრთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის დროული გამოყენება
6 #
აქვს თუ არა უფლება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს?
1. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
2. დიახ, ნებისმიერ ნაცნობს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
3. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
4. არა, არა აქვს
7 #
უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარებაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ?
1. დიახ
2. არა
3. დიახ, თუკი იარაღს შევინახავთ საცავში
8 #
ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე?
1. აუცილებელია
2. არ არის აუცილებელი
3. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე
9 #
ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი?
1. სასხლეტს თითი დაადეთ მაშინ, როდესაც აპირებთ გასროლას
2. იარაღი ჩათვალეთ დამუხტულად, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ და განმუხტავთ მას
3. იარაღი მიმართული უნდა იყოს უსაფრთხო ადგილისკენ
4. ამ ბილეთში აღნიშნული ყველა პასუხი სწორია
10 #
რომელი ვაზნების გასროლაა შესაძლებელი თქვენს კუთვნილებაში არსებული სპორტული ცეცხლსასროლი იარაღიდან
1. ნებისმიერი ვაზნის, რაც ჩაეტევა მჭიდში ან ლულაში
2. მხოლოდ შესაბამისი კალიბრის მქონე ვაზნის, რომლის მიხედვითაც აიგო იარაღი და რომელიც მითითებულია თავად იარაღზე
3. არცერთი პასუხი არ არის სწორი
11 #
თვითმტენი ცეცხლსასროლი პისტოლეტის შემთხვევაში მისი დამცველზე დაყენება არის თუ არა სრულად დაცვა და შესაძლებელია თუ არა იარაღის დაუდევრად მიმართვისას მოხდეს უცაბედი გასროლა?
1. შესაძლებელია გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდეს გასროლა, შესაბამისად, დამატებითი დაცვა თავად მსროლელია ყოველთვის
2. არა, გამორიცხულია მოხდეს გასროლა, ამ დროს შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით იარაღის მიმართვა
3. შესაძლებელია გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდეს გასროლა, შესაბამისად, დამატებითი დაცვა არ არსებობს
12 #
უსაფრთხოა თუ არა დაზიანებული ვაზნების გამოყენება?
1. დიახ
2. არა
3. უსაფრთხოა თუ ვაზნის მასრა დამზადებულია მუყაოსაგან
13 #
მჭიდის ამოსაღები ღილაკი
1. ყველა იარაღზე მოთავსებულია სახელურის მარჯვენა მხარეს
2. მოთავსებულია თვითონ მჭიდზე
3. სხვადასხვა სახეობის იარაღზე მოთავსებულია განსხვავებულ ადგილებში